თეგებით ძიება

"როგორ შეიძლება, ქრისტიანი უწოდო ერს, რომლის პატრიარქიც იმ ჯარს ლოცავს ბავშვებს რომ აუპატიურებს" - მამა ნექტარიოს მჭედლიძე

უკრაინაში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ნექტარიოს მჭედლიძე უკვე 4 წელია, რაც უკრაინაშია.

მამა ნექტარიოს მჭედლიძე ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას რუსეთის პატრიარქს, კირილეს აკრიტიკებს.

"როგორ შეიძლება, ქრისტიანი უწოდო ერს, რომლის პატრიარქიც იმ ჯარს ლოცავს, ბავშვებს რომ აუპატიურებს და ხოცავს?! ბუჩაში 11 წლის ბიჭი ოთხმა ჯარისკაცმა დედის თვალწინ გააუპატიურა. ამ ჯარისკაცს რუსეთის პატრიარქი ლოცავს და როგორ შეიძლება, მათ ერთმორწმუნე ერი ვუწოდოთ?! ყველაზე დიდი მტერი დღეს ქრისტიანებისთვის რუსეთის ეკლესიაა.

მარიუპოლში ქრისტეს ამაღლების ეკლესია გადაწვეს, ყველა ხატი და სიწმინდე გაანადგურეს და იქ, საკურთხეველში, წმინდა ადგილას სამხედრო შტაბი გახსნეს. საკურთხეველში სიგარეტს ეწეოდნენ, საჭმელებს აკეთებდნენ და კიდევ ვინ იცის, რას… წარმოიდგინეთ, რა დონეზე დაეცნენ, რომ ბავშვები ხოცეს და ძაღლები ქრისტესავით გააკრეს ჯვარზე…“, - ამბობს მამა ნექტარიოს მჭედლიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა