თეგებით ძიება

პაპუაშვილი სტეფანჩუკს ონლაინ შეხვდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტისთვის მზად არის

უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ჩასასვლელად მზადაა.

"მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები ამოწურულია. ეს ვიზიტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, დამოუკიდებლად ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურონ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა. გულწრფელად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით შეხების ყველა წერტილს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი საერთო მომავლის მშენებლობა. ჩვენ გაცილებით მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ის, რაც გვაშორებს“, - წერს სტეფანჩუკი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა