თეგებით ძიება

მალე შემოცუნცულდებიან - თორნიკე რიჟვაძე საკრებულოში ოპოზიციის შესვლაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ "აჭარაში ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით".

„მინდა გითხრათ და გაგახაროთ, რომ ყველაფერი მიდის ჩვენი გეგმის შესაბამისად. რაც შეეხება ოპოზიციას და განსაკუთრებით, რადიკალურ ნაწილს - მოღალატეების ფრთას, ომის პარტიას, მათი ადგილი, ჩემი აზრით არ არის არც საკრებულოში, არც უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, მათი ადგილი კარგ შემთხვევაში არის ქუჩაში, ცუდ შემთხვევაში არის ციხეში, ამიტომ დიდად არ უნდა ვინერვიულოთ არც ჩვენ, არც ბათუმელებმა გადაწყვეტენ თუ არა ისინი შემოსვლას შესაბამის პოლიტიკურ და მუნიციპალურ ორგანოში. დარწმუნებული ვარ, შემოვლენ კი არა, ძალიან მალე შემოცუნცულდებიან, როგორც ეს გააკეთეს უმაღლეს საბჭოში. ასე რომ, გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ. თქვენ ნახავთ, რომ საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას წინ არაფერი უდგას. როგორც რამდენიმე წლის წინ, რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ შორის, მათთან კავშირში მყოფ როგორც გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ერთობლივ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით, პოზიცია არის ძალიან მყარი და ნათელი - ვმოქმედებთ შემდეგი 10 წლის გეგმის შესაბამისად. ასე, რომ, მიუხედავად იმისა, ვინ რას გადაწყვეტს ჩვენი ოპოზიციიდან, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. მარტივია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, სხვა საკითხებს ოპოზიციას უნდა კითხოთ, რამდენად აწყობთ რიგგარეშე არჩევნები“, - აღნიშნა რიჟვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა