"ფრთხილად! თვალი არ მოაცილოთ ბავშვებს" - თბილისში შავებში ჩაცმული მანიაკის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია
სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვარკეთილი" უცნობი მამაკაცის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ბავშვებს კარებზე უკაკუნებს.
"ერთ-ერთი ჯგუფიდნ ვაკოპირებ, ძალიან საყურადღებოა!!!
“განსაკუთრებით მათ ეხებათ ვინც ვარკეთილშია. მოკლედ, დადის ახალგაზრდა ბიჭი, მაღალი, შავებში ჩაცმული, შავი კეპი და სათვალე. ბავშვს დაუკაკუნა კარზე მარტო თუ ხარ გამიღეო, მერე ბავშვმა დაუძახა დედას და დედა გამოეკიდა ამ მანიაკს. ამას უკითხავს ამ ბინაში რამდენი ბავშვი ცხოვრობსო. და მოკლედ 112 დარეკეს კიდეც ამ პირის შესახებ. იქვე მალე გამოჩბდა პატრული თუმცა გაუჩინარდა ალბათ. იყავით ფრთხულად! სკვერში თვალი არ მოაცილოთ ბავშვებს, უამრავი უცხოელია შემოსული ჯერ მარტო ამიტომ არ მოაცილოთ თვალი.არც სხვას მისცეთ უფლება გამოელაპარაკოს ბავშვს. ისრაელში ვცხოვრიბდი და ვაი ვინმე ბავშვისთვის გეთქვა საყვარელი ხარო, ეგრევე დაგბეგვავდა მისი მშობელი. იყავით ფრთხილად . კაცმა არ იცის სად წავიდა ეს პიროვნება . ბავშვები გააფრთხილეთ კარი არავის გაუღონ.
მშვიდობიანი ღამე", - წერს ნინი ღვაბერიძე.