თეგებით ძიება

"პუტინი მკვლელია და ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი გმირია" - ნათია ჩხეტიანი

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი სოციალურ ქსელში ერთმმანეთს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ადარებს.

"პუტინია მეორეო იძახის ოპოზიცია, რუსეთის ხელუსუფლება და რუსული მმართველობაა საქართველოშიო.
მკვლელთან აიგივებენ.
პუტინი ამბობს ფაშიზმისგან უნდა გავათავისუფლო უკრაინაო და გაასწორა მიწასთან ყველაფერი.
მე მაქვს ერთი კითხვა, სანამ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, რაც ხდებოდა საქართველოში ის ფაშიზმი არ იყო?
ის სადიზმი არ იყო?
ავადმყოფობა არ იყო?
პატანოია არ იყო?
რეპრესიები არ იყო?
სრულიად საქართველო დაპატიმრებული და გასამართლებული არ იყო?
შესაბამისად, გასათავისუფლებელი არ იყო?
გაათავისუფლა თუ არა ფაშიზმისგან ივანიშვილმა საქართველო?
გაათავისუფლა!
ერთი ტყვია გაისროლა?
არ გაისროლა!
ერთი წვეთი სისხლი დაღვარა?
არ დაღვარა!
პუტინი მკვლელია და ბიძინა ივანიშვილი საქართველოს
ეროვნულ- გამათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი გმირია.
ესაა სხვაობა.
სულ რომ თავი ურტყან ოპოზოციის წარმომადგენლებმა კედელს, ისტორია ხომ ფაქტების კრებულია, ფაქტს რას უზამ? ვერაფერს, ამიტომ ისტორიაში ჩაიწერება სწორედ ასე:
ფაშისტური ხელისუფლებისგან ქართველი ერის გათავისუფლება შეძლო ჭორვილელმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა", - წერს ჩხეტიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა