თეგებით ძიება

"მოდით, ბუჩაში საბავშვო ბაღი ავაშენოთ! ავაშენოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა" - გიგა მაქარაშვილი ინიციატივით გამოდის

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარშვილი რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, საბავშვო ბაღის აშენების ინიციატივით გამოდის:

"მზად ხართ კიდევ ერთი სიგიჟის დასაწყებად?
მოდით, ბუჩაში საბავშვო ბაღი ავაშენოთ!
არაფერიც არ მოგესმათ, ჰო, ჩვენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ავაშენებთ საბავშვო ბაღს
ავაშენოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა. ავუშენოთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში
თანამედროვე, კომფორტული, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი!
რა გვჭირდება ამ სიგიჟის სისრულეში მოსაყვანად?
ზელენსკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაში რამდენიმე ადამიანი დაგვეხმარება, რათა ნებართვა მოგვცენ. და ნაებართვა ჩვენ გვექნება, დამიჯერეთ
ძალიან კარგი პროექტი, რომელსაც ყველაზე ყოჩაღი ქართველი არქიტექტორები შექმნიან!
საუკეთესო ქართველი მშენებლები!
შენობას ჩვენი უნიჭიერესი არტისტები მოხატავენ, ქართულ-უკრაინული თემებით
გვჭირდება ფული! ბევრი ფული, რომელსაც ბევრი ადამინის მიერ ჩარიცხული მცირე თანხებით შევაგროვებთ!
უკვე ვხედავ ახალი, ფერადი, თანამედროვე საბავშვო ბაღის გახსნის დღეს და წარწერას შენობის შესასვლელში:
“ქართველი ხალხისგან - From the GEORGIAN PEOPLE”
რას იტყვით, ავაშენოთ?
პ.ს. თანხის შეგროვებას ნებართვის მიღებისა და პროექტის დამტკიცების შემდეგ დავიწყებთ!
თუ იდეა მოგეწონათ, მაშინ პირველი აგურის დადების დროა!
პოსტის გავრცელებაში დაგვეხმარეთ, ბევრმა ნახოს
ჩემო კარგო ქვეყანავ", - წერს მაქარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა