თეგებით ძიება

"ნუ ჩაებღაუჭებით რუსეთს. ნუ შეურაცხყობთ იმ ქართველების თავდადებას, ვინც იდეურად უპირისპირდებოდა რუსეთს…" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი, კვარაცხელია იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც რუსეთის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი:

"ნუ იქნებით ორჯონიმიძეები, მახარაძეები, ილიას და კირიონის მკვლელები… ნუ ჩაებძღაუჭებით რუსეთს. ნუ შეურაცხყობთ იმ ქართველების თავდადებას, ვინც იდეურად უპირისპირდებოდა რუსეთს…

თუ მაინც ვერ გაძლებთ მის გარეშე, მაშინ ნუ ახსენებთ მათ სახელებს, ვინც რუსეთმა შეიწირა… ნუ ილოცებთ ილიას, კირიონის, ამბროსი ხელაიას ხატებთან… ისინი რუსეთს ემსხვერპლნენ…

გონს მოეგეთ… არავინ გთხოვთ იარაღის აღებას და ომში წასვლას… უბრალოდ, მისი მხარე არ დაიჭიროთ!..
რუსეთი ჩვენი ისტორიული მტერია და ეს საკუთარი დაბადების თარიღივით დაიმახსოვრეთ!..", - წერს პერტე კოლხი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა