თეგებით ძიება

"ოპოზიცია მკვდარზე ვენოკია, რისი გადამტრიალებლები არიან” - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ოპოზიციამ გადატრიალება დაგეგმაო, "ოცნება" ამბობს და ყველა სიცილით მოვკვდით ჯერ ერთი- სახალხო და ღია შეხვედრებზე ,გადატრიალების და ამბოხების დაგეგმვა რანაირად ხდება, ეს ვერ გავიგე (სრული აბსურდი და სისულელე) და მეორეც-რაის გადატრიალების მომწყობია ეს ოპოზიცია,თავისი გაჭირვებიათ.

ჭიკაიძის საბურავების რევოლუციასავით ანეგდოტები არიან ეს ქოცები", - წერს ჟურნალისტი.


შეგახსენებთ, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია „ლელო“ ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგიაზე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა, რის გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობას არ აპირებენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა