თეგებით ძიება

"რა მინდა ისეთ ტიპთან ერთად სამძიმარზე, რომელსაც იქ არც თვითონ უნდოდა წასვლა ან არ უშვებდნენ" - ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შესახებ წერს.


"რატომ უნდა მინდოდეს ვინმე პაპუაშვილთან ერთად სადმე წასვლა ?ან რა მინდა ისეთ ტიპთან ერთად სამძიმარზე, რომელსაც იქ არც თვითონ უნდოდა წასვლა და არც უშვებდნენ, მერე ლოგინად ჩავარდა, შემდეგ როცა უბრძანეს, უცებ გამოჯანმრთელდა და თქვა, მივდივარო, ოღონდ ოპოზიციიდან იმას გავიყოლებ, ვინც მე მინდაო.

რა ვიცი, ძმაო თავმოყვარეობის ამბავია. პაპუაშვილმა როგორ უნდა გაგიყოლოთ სადმე ?საერთოდ, ჩამოყალიბდით - როგორ მიგაჩნიათ, ეს მთავრობა თუ რუსეთს გულშემატკივრობს, უკრაინაში მათთან ერთად რა გინდათ ? ან რა ერთიანობა უნდა აჩვენოთ, თუ კოლაბორაციონისტებად მიგაჩნიათ ?ცოტა პატივი ეცით საკუთარ თავსაც და ამომრჩეველსაც !არ უნდა შესულიყავით მაგ პარლამენტში, არ უნდა აგესრულებინათ ივანიშვილის სურვილი, ჰყოლოდა დემოკრატიის იმიტაციისთვის ოპოზიცია, ოღონდ უძლური. მაგრამ რადგან შეხვედით, მთლად ივანიშვილის შირმად ნუ გადაიქცევით“, - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა