თეგებით ძიება

"მაჭამეთ და დამანაყრეთ, მჭირდება ეს" - დომენიკ მანგოს ემოციური მიმართვა

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინის ომში მოხალისედ იმყოფებოდა და გუშინ ჩამოვიდა საქართველოში, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მალე მოვალ შენთან. ამჯერად მე არაფერს არ მოგიტან, უბრალოდ მოვალ და გემრიელად გაკეთებული საჭმელი მაჭამე. თან ვისაუბრებთ და ერთმანეთს გავიცნობთ. დედა რომ ყოფილიყო ცოცხალი, დამახვედრებდა გემრიელ საჭმელს, მაგრამ აღარ არის. ხო და მივალ ჩემს დედობილებთან, ისინი მაჭმევენ. სადაც დამიძახებთ იქ მოვალ, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში იქნებით. მაჭამეთ და დამანაყრეთ, მჭირდება ეს", - წერს მანგო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა