თეგებით ძიება

"წაიყვანეთ, ბიძიებო და დეიდებო, თორნიკე რიჟვაძე, უკრაინაში წაიყვანეთ და უკანა გზაზე, სადმე დატოვეთ რა" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"არადა, უკრაინაში წასვლა ყველაზე მეტად ეკუთვნის თორნიკე რიჟვაძეს, ომის დარგის სპეციალისტი ვინცაა, თითქმის ყველა უკრაინაშია ახლა და კონსულტაციასაც გაივლის, იმასაც ნახავს უკრაინა სადაა, უკრაინაში რომაა რუსი შესული და პირიქით, უკრაინა არ დასხმია თავს მოსკოვს, მაგასაც გაიგებს – გავანათლოთ ბავშვი, გავუშვათ უკრაინაში, როდემდე უნდა იყოს ასეთი ბნელი?
წაიყვანეთ, ბიძიებო და დეიდებო, თორნიკე რიჟვაძე, უკრაინაში წაიყვანეთ და უკანა გზაზე, სადმე დატოვეთ რა:) ოღონდ, უკრაინაში არ დატოვოთ, იმათ ახლა თავი გასჭირვებიათ.
ამასობაში, ვასიკო მაღლაფერიძე ტელევიზიიდან რომ წავიდა, პარტიაში, პოლიტსაბჭოში მივიდა და ახლა მმართველი გუნდის პარტიიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში მოადინა ზღართანი.
კომუნიზმია გამოცხადებული...
მწერალთა სახლში ტყვია გავარდება მალე და მერე იტყვიან, თავი მოიკლა პაოლომო...
არადა, მოკლავენ...
გუდავდნენ პაოლოს და გაისროლა, უხმოდ და უჩუმრად რომ არ გაექროთ...
ისროლა, რომ მისი სიკვდილი არ ყოფილიყო ამაო და ვინმე მაინც გამოეფხიზლებია...", - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა