თეგებით ძიება

"შეეძლო თუ არა ზელენსკის აეცილებინა ომი?რა თქმა უნდა შეეძლო თუ..." - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე წერს:

"შეეძლო თუ არა ზელენსკის აეცილებინა ომი?რა თქმა უნდა შეეძლო თუ ცნობდა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.ყირიმს გადაულოცავდა რუსეთს,გადადგებოდა და დასვავდა მთავრობას, რომელსაც რუსეთი ლობირებს,რუსულ ენას გამოაცხადებდა სახელმწიფო ენად,ნატოსკენ არც გაიხედებოდა,არც იფიქრებდა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე.მაშინ კი შეეძლო.უნდა დაეთმო ეს ყველაფერი?არა!გაჩერდებოდა ამაზე რუსეთი?რა თქმა უნდა არა.ხოდა ნუ გაატრაკეთ,ომი როგორ არ ააცილას ძახილით, რომელიც არ დაუწყია.მის მიწაზე მივიდნენ,მის მიწას აოხრებენ,მის ხალხს კლავენ და თქვენ თუ ამ ყველაფერს დათმობდით,ეს უკვე თქვენი პრობლემაა,თან სერიოზული!", - წერს კალატოზიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა