თეგებით ძიება

"ჩერეზ 100 მეტროვ ნა პრავო" კი ვუთხარი - რუსს რომ დაუჯერებ იმიტომაც მიგიყვანს დედიმისისაშითქო" - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია მომსახუროების სფეროში არსებულ პრობლემებზე წერს:

"ქვეყანაში ყველანაირი კადრის დეფიციტი როა უკვე ატყობთ? ყველგან დაეცა მომსახურეობის დონე. წესიერს ვერც მშენებელს იპოვი და ვერც შილაკის სპეციალისტს. წესიერთან 2 თვით ადრე უნდა ჩაეწერო. კარგ ძიძაზე თუ დამლაგებელზე ტაციაობაა ქალაქში და ხელიდან ხელში გადადის. ყველგან ჭირს დარგის ექსპერტი :))
სამსახურში რომ მოვდივარ პეკინიდან ტაქსს მოვყვები თამარ მეფემდე. გუშინდელმა მძღოლმა დოლიძეზე აუხვია და იქ გამჭედა, დღეს გმირთა მოედანზე პანდუსზე ავიდა ტიპი და ვარაზისხევის გზას დაადგა. არც იციან თამარ მეფის გამზირი სადაა, არც გეკითხებიან. უსმენ იმ რაღაც აპლიკაციას - ჩერეზ 100 მეტროვ ნა პრავო.
კი ვუთხარი - რუსს რომ დაუჯერებ იმიტომაც მიგიყვანს დედიმისისაშითქო", - წერს ჟვანია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა