თეგებით ძიება

"გვმოძღვრავენ, რომ რუსეთი ქართული ფასეულებების დამცველია... სწორედ, აი ეგ რუსეთი გვართმევდა სახელმწიფო ენას, ქართულს" - მარი ონეზაშვილი

ჟურნალისტი, მარი ონეზაშვილი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და საქართველოს წინაშე რუსეთის "დამსახურებებს" საზოგადოებას კიდევ ერთელ ახსენებს.

"ძალიან მნიშვნელოვან დღეს გილოცავთ! მგონია, რომ 14 აპრილის მნიშვნელობა დღეს კიდევ უფრო მეტად ფასეულია... საზოგადოების არც თუ ისე ცოტა ნაწილს რომ შევახსენოთ, რა გაგვიკეთა მათმა "ერთმორწმუნე" რუსეთმა. ჩვენ რომ გვმოძღვრავენ რუსეთი ქართული ფასეულებების დამცველია, დასავლეთი კი ქართული ფასეულობების მტერიო. სწორედ, აი ეგ რუსეთი გვართმევდა სახელმწიფო ენას, ქართულს. ავტოკეფალიის წართმევაც არ დაგავიწყდეთ! სწორედ ეგ რუსეთი ცდილობს ახლა ჯერ მონებად გვაქციოს, მერე კი უარესი დაგვმართოს.

ხო კიდევ, საბჭოთა კავშირს რომ მისტირიან და რომ გვიმტკიცებენ, საქართველო ყველაზე პრივილეგირებული ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირში და არავინ გვჩაგრავდაო, იმ ხალხს უნდა შევახსენოთ, რა მოხდა 14 აპრილს!

არ ვიცი შეიძლება მე არ გამიმართლა და მე ვხვდები ხშირად ასეთი ხალხის გარემოცვაში ... კამათიც კი არ ღირს, ისეთი სჭირთ", - წერს მარი ონაზეშვილი.

რუსეთს საქართველოს 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული. რუსის ჯარია დღესაც განთავსებული აფხაზეთსა და სამაჩაბლოში - საქართველოს რეგიონეში, რომელიც კრემლმა 2008 წლის ომის შემდეგ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა