თეგებით ძიება

"არაა "სიმბოლიკის" დრო, როცა მთელი ქვეყანა თვითმკვლელობის გზას ადგას და გთხოვს, არ მსურს თვითმკვლეობა და დაგვეხმარეთო" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი რუსეთ-უკრაინის ომს და პრეზიდენტ ზელენსკის დასავლეთის მიმართ მოთხოვნებს, სოციალურ ქსელში აფასებს:

"ზელენსკის ბოლო, გუშინდელი ღამის მიმართვა იყო გზასაყარი რეალურ პოლიტიკაში.
ზელენსკი ადრეც ითხოვდა მძიმე იარაღს.

სიაც კი გაუგზავნა ამერიკელ და ევროპელ თანამდგომებს, საჭირო იარაღის სიაც.
როგორც ჩანს, ვერ იღებს იმას, რაც ასე აუცილებლად ესაჭიროება უკრაინას და გუშინ ღამით გაყო საეთერო ეკრანი, მარცხენა ნახევარზე თავად იყო და მიმართავდა დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებას,
ეკრანის მარჯვენა ნახევარზე კი სურათებით აჩვენებდა იმ იარაღს, რაც საჭირო და აუცილებელია.
მოკლედ
ამ ყველაფრის აზრი ის იყო რომ,
,,თუკი არ იცით და ვერ ხვდებით რომელ იარაღზეა საუბარი, აი ასეთი ან ასეთი ან ასეთი უნდა იყოსო,,
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკამაც და გერმანიამაც და საფრანგეთმაც და იაპონიამაც კარგად იციან, რომელ ირაღზე და რა საჭირო, რა აუცილებელ დახმარებაზეა საუბარი.
როცა საჰაერო სივრცე რუსეთს უჭირავს,
როცა საზღვაო სივრცე სრულიად რუსეთის ხელშია,
როგორ გინდა რომ უკვე 7 კვირაა ალყაში მოქცეული მეომრები, უწყლოდ, დიახ უწყლოდ დარჩენილი მეომრები მტერს არ ჩაბარდნენ უბრალო პირის გასველების ოცნების გამო?
ასე მარტივია ადამიანი.
გმირობას, აბსოლუტურ თავგანწირვით გმირობას აქვს დროის მონაკვეთი.
პირისპირ ბრძოლაში, მეომარი მეომარზე ბრძოლაში არავინ დაყრიდა იარაღს, ასი პროცენტიტ ვარ დარწმუნებული.
მაგრამ,
7 კვირა რომ გშია და გწყურია
როცა მეტოქესთან პირისპირ შებმას ცდილობ და მისკენ მიიწევ ალყის გასარღვევად და მინიმუმ 5 კილომეტრის რადიუსში ციდან და ზღვიდან გბომბავს, ფეხს არ გადგმევინებს ამ ალყიდან მტერი,
რომელი ადამიანი გაუძლებს?
თვითმკვლელობაზე დაპროგრამირებული რობოტიც რომ იყოს, აი ისიც კი გადაამოწმებს თავის ალგორითმებს და ისიც შეიცვლის საკუთარ პროგრამას.
დღეს მთელი მსოფლიო მოითხოვს უკრაინისაგან უბრალოდ გმირულ თვითმკვლელობას.
უკრაინამაც განაცხადა, რომ მზადაა მენტალურად ამ თვითმკვლელობისათვის და თავგანწირვისათვის,
მაგრამ
ამ გმირულ თავგანწირვას, როგორც ვთქვი, აქვს დროის მონიშნული არეალი....
არ არის ეს ყველაფერი დროში უსაზღვროდ...
თვით ვიეტნამელებსაც კი ჰქონდათ რეგიონები, რომლებიც დაცული იყო ამერიკელთა საჰაერო თავდასხმისაგან, ჩრდილო ვიეტნამის ტერიტორიის საკმაო ნაწილზე რუსული ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემები იდგენენ და ეს 50 წლის წინ.
უკრაინის არცერთი გოჯი მიწა არაა ჰაერიდან დაცული.
უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა და მისი სანაპიროს არცერთი გოჯი არაა რუსსკი კარაბლისგან დაცული.
როგორ და რა სინდისით, რა მორალით, რა ადამიანობით გინდა იქ ჩახვიდე ვინმე ქვეყნის მეთაურობა და გამოუცხადო სიმბოლური დახმარება, მორალურადაც და სამხედრო ტექნიკითაც სიმბოლური?
არაა ,,სიმბოლიკის,, დრო, როცა ადამიანები და მთელი ქვეყანა თვითმკვლელობის გზას ადგას და გთხოვს, არ მსურს თვითმკვლეობა და დაგვეხმარეთო.
ყველა პოსტსაბჭოელი ქვეყნის მოქალაქის პიროვნული კატასტროფა იქნება, თუკი 9 მაისს პუტინმა უკრაინის დამარცხება იზეიმა.
რაა გამარჯვება და რაა დამარცხება, ეს მე დარწმუნებული ვარ რომ არ ეშლება არავის.
ანგარიში მარტივია,
რა გქონდა და რა გაქვს
რა ჰქონდა მტერს და რა აქვს, რა დაკარგა და რა მიიღო და რის ფასად.
აი ეს პირწონა ყველა ადამიანს შეუძლია.
უფალო მიეცი დასავლეთის სახელმწიფო მეთაურებს არამარტო ავკარგის გარჩევის უნარი, არამედ იმის სიმტკიცე და ადამიანობა, რომ იმოქმედონ მხოლოდ ერთი ფასეულობით ...
ბოროტება აუცილებლად უნდა დამარცხდეს და არა როდესღაც, არამედ ამ ომში, უკრაინაში.
P.S. ჩემს ქალაქში უკრაინული პატარა თეატრის დასის მცირე ნაწილია აქ ლტოლვილად.
ადრე, 8 წლის წინ ლუჰანსკის თეატრი იყო.
ჯერ ლუჰანსკიდან გამოიქცნენ და კიევის გარეუბანში დაიდეს ბინა.
ახლა კიევიდანაც გამოიქვნენ, მხოლოდ ქალები.
მამაკაცები იქ დარჩნენ.
რეჟისორი, თეატრის რეჟისორი ქართველია
გიო პაჭკორია
დარჩა კიევში და იცავს ქალაქს ტავის კოლეგებთან ერთად.
იმედია იმასაც გავიცნობ როდესმე.
გუშინ მისი სპექტაკლის პრემიერა იყო ევროპაში,
ვერ ვიშოვე ბილეთები.
დღეს მივდივართ.
უკრაინა უნდა გადარჩეს არამარტო როგორც სახელმწიფო, არამედ ერთიანი უკრაინის სახელით და სხეულით", - წერს ფრანგიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა