თეგებით ძიება

"თქვენც გყავთ ნაცნობი გოგოები სახლიდან ჩუმად ნივთებს რომ ყიდიან, ვალებს იღებენ და სულ ტოტალიზატორში არიან შემძვრალი?" - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია გორის მერიაში მომხდარ სკანდალს ეხმაურება, რომლის თანახმად ბუღალტერმა ტოტალიზატორში ბიუჯეტის სოლიდური თანხები წააგო.

"გორის მერიის ბუღალტერმა ტოტალიზატორში წააგო ბიუჯეტის ასი ათასიო - ნიუსი რომ ვნახე დღეს უნდა ვაღიარო, ინსტიქტურად გავიფიქრე კაცზე და მერე ფოტოც რომ დააშეარეს და ქალი ყოფილა, გამიკვირდასავით.

მერე გამახსენდა, სულაც არაა მასე, რომ მაინცდამაინც კაცზე ვიფიქრო ლუდომანს რომ გავიგებ.
ორი ნაცნობი ბიჭი მყავს რომლებიც თავის ყოფილებზე მიყვებოდნენ კაზინოში ათენებდნენო. მაშინ გავიკვირვე, სად იპოვე ეგეთი გოგო მეთქი და რატომ ბევრია მასეთიო. მე არავის ვიცნობდი და მეხამუშა.

სალონში სადაც დავდივარ სტილისტი მეკითხება ერთხელ - შენც თამაშობ ნინო? რა შემატყვე მეთქი შევიცხადე. ჩემთან ვინც დადიან გოგოები თითქმის ყველა მაგით ცხოვრობს და ყველა მაგაზე საუბრობს აქ და უბრალოდ ვიკითხეო. სასწაული ისტორიები მომიყვა.

თქვენ გყავთ ასეთი ნაცნობი გოგოები სახლიდან ჩუმად ნივთებს რომ ყიდიან, ვალებს იღებენ და სულ ტოტალიზატორში არიან შემძვრალი?", - წერს ნინო ჟვანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა