თეგებით ძიება

"რუსმა ჯარისკაცებმა მაცხოვრის ხისგან გამოთლილი ფიგურა დაჩეხეს..." - რას წერს ზურა პირველი

მსახიობი, ზურა პირველი რუსი ოუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე სოციალურ ქსელში წერს:

"როგორ მაინტერესებს, რა ღმერთის სწამს ამ ხალხს?
რუსმა ჯარისკაცებმა მაცხოვრის ხისგან გამოთლილი ფიგურა დაჩეხეს. ამ ინფორმაციის ქვეშ კომენტარებია: უფალი არ აპატიებს ამასო...
ხალხის ხოცვას და ბავშვების გაუპატიურებას აპატიებს და მისი ფიგურის დაჩეხვას არ აპატიებს?
თუ ასეთად ხედავენ ღმერთს, რატომ უყვართ და რატომ უნთებენ სანთლებს?", - წერს ზურა პირველი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა