თეგებით ძიება

"მე-3 მსოფლიო ომის დაწყებიდან დღემდე გამოიკვეთა, რომ..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებს აფასებს.

"მე-3 მსოფლიო ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვალი) დღემდე გამოიკვეთა, რომ ღარიბი ქვეყნები უფრო გაღარიბდებიან, მშიერი ადამიანები უფრო მშივრები იქნებიან…
დიდი მსოფლიო შიმშილი მოდის …
იმედია, გვეყოფა საღი აზრი, რომ რეალურად შევაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა და შესაბამისად მოვემზადოთ.
მოვემზადოთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.

#drpkhakadze

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა