თეგებით ძიება

"სააკაშვილთან ჩავდივარ მეთქი, აეხლა, ამ წუთში!" - დავით ზურაბიშვილი სახალისო ისტორიას აზიარებს

"რესპუბლიკური" პარტიის ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ამბავს აზიარებს:
"რა მაგის პასუხია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ და ტიპებმა რომ იციან ხოლმე მობილურით ხმამაღლა ლაპარაკი მთელი ავტობუსის გასაგონად, ამ ფაქტის მორიგ შემთხვევასთან მაქვს საქმე. გვერდით მიდგას ასე საშუალო ასაკის ქალი და მჭახე ხმით ჩაჰყვირის მობილურში:
- ჰოო, იმას დავუტოვე გოგო იქა... აი ისა რა.
და უცებ ამბობს:
- აეხლა სააკაშვილთან ჩავდივარ,!
ვაჰ, დავინტერესდი. მეთქი, რა ხდება? ეს კი აგრძელებს:
- სააკაშვილთან ჩავდივარ მეთქი, აეხლა, ამ წუთში!
სააკაძის მოედანზე ჩავიდა", - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა