თეგებით ძიება

"აი ამისგან ღირსეულ ნაბიჯს რატომ ველოდოთ? იმიტომ რომ ბულკია?" - ვის შესახებ წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" რედაქტორი და დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ლელო საქართველოსთვის" წევრის, დავით უსუფაშვილის უკრაინაში ვიზიტზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"კომუნისტური პარტია ხომ დაანგრია შიგნიდან და ახლა ქოცებს აძახებინებს ვაი დედას!

წარსულს აქვს მნიშვნელობა - კაცი კომპარტიაში შევიდა ეროვნული მოძრაობის პიკში!
მერე დადგა და ბიძინას მითითებებით სამარცხვინო წერილები წერა ნიუ იორკ თაიმსში და ევროპარლამენტარებს ამუნათებდა ევროპას შორდებითო.

აი ამისგან ღირსეულ ნაბიჯს რატომ ველოდოთ? იმიტომ რომ ბულკია და ჟურნალისტებს უყვართ?

No thank you!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


ცნობისთვის, დავით უსუფაშვილმა განაცხადა:

"ჩვენ მივდივართ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, აი, ამ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთანაა შეთავაზება.

მე ვლაპარაკობ "ლელოს" სახელით და მე მგონია, რომ ამ ვითარებაში ყველაზე სწორი და ადეკვატურია, რაც შეიძლება სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი უკრაინელებთან სოლიდარობის და ამ სამძიმრის ვიზიტის დროს".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა