თეგებით ძიება

უკრაინა მრავალი წელია გადაიქცა კოლექტიური საყვარელიძეების, სააკაშვილების, ადეიშვილების ნაკრძალად - თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის თქმით, "ისინი, ვინც ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩავიდნენ უკრაინაში აზიანებენ უკრაინული სახელმწიფოს უკეთესი მომავლის პერსპექტივას".

„უკრაინა მრავალი წელია გადაიქცა კოლექტიური საყვარელიძეების, სააკაშვილების, ადეიშვილების, ლორთქიფანიძეების, აქედან გაქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალისტების ნაკრძალად. სულაც არ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვისაც ჩვენი პასპორტი უდევთ ჯიბეში, ჩვენი ქვეყნის შვილია და იქ არის წასული ის არ არის გულწრფელი ან რაიმე კრიმინალური წარსული აქვს.

ვგულისხმობ კონკრეტულ დესანტს, რომელიც ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ იქ ჩავიდა და მაქვს გარკვეული რწმენაც იმისა, ისინი აზიანებენ კიდეც უკრაინული სახელმწიფოს უკეთესი მომავლის პერსპექტივას. დიახ, მგონია რომ ეს არის იქ ნაკრძალი, ამას გამოსწორება სჭირდება, ეს ქმნის გარკვეულ ბარიერებს, ამგვარი ტიპის ხალხის თავშესაფრად იქაურობის გადაქცევა რა თქმა უნდა აზიანებს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას“, - განუცხადა წულუკიანმა "იმედს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა