თეგებით ძიება

"ნიკუშა შეეწირა თავისი სამშობლოს ნათელ მომავალს და არის გმირი" - უკრაინაში დაღუპული ნიკა შანავას დედა

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა შანავა ორხევში, საკუთარ სახლშია დასვენებული.

​დაღუპულის დედის თქმით, ნიკუშა იყო და არის გმირი, გმირად დარჩება.

"ისეთი სულისკვეთება ჰქონდა და რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, თავის მიზანს მიაღწია. აეროპორტში ვნახე, მე თვითონ გავაცილე. მეგონა დაბრუნდებოდა. ალბათ გულში რა მიზანიც ჰქონდა, ის მიზანი აისრულა. ყველაფერი ვიცოდი, ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, ჩემთვის ტყუილი არ უთქვამს. ისიც ვიცოდი, სად მიდიოდნენ, როგორ და ვერაფერი დავუშალე, იმიტომ, რომ სრულწლოვანი იყვნენ. ნიკუშა შეეწირა თავისი სამშობლოს ნათელ მომავალს. ნიკუშა იყო და არის გმირი, გმირად დარჩება", - ამბობს ნიკა შანავას დედა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა