თეგებით ძიება

"მა სი მიორქ, მი სი მალატ, მიყვარხარ" - რას წერს ფანჯიკიძე სვანურისა და მეგრულის სკოლაში სწავლების ინიციატივაზე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმად, სკოლებში სვანური და მეგრული უნდა ისწავლებოდეს.

"ქართველებს შორის კიდევ უფრო ღრმა ენობრივი დაახლოება ხელს შეუწყობს ერთიანობას, ერთმანეთის მეტად შეგრძნებას. ჩვენი ქვეყნის მოქმედი, ცოცხალი ენების ცოდნა კი არა, დიალექტების დაფასებაც და მათი სწორად სმენაც ბედნიერებაა. ენის სიმდიდრეა ყველა მუსიკა, რომელიც ამ მგრძნობიარე, აღმა-დაღმა რელიეფის მქონე ქვეყანაში სხვადასხვა ლანდშაფდტზე სხვადასცვა მელოდიით წარმოიქმნა. ყველაფერი, რაც ერთიანობისთვისაა, სიხარულით მისაღებია.
მა სი მიორქ, მი სი მალატ, მიყვარხარ", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა