თეგებით ძიება

რა ფორმატია ის, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე მსჯელობენ - პაპუაშვილი ბაკურიანის შეხვედრაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ბაკურიანის შეხვედრაზე ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ერთად სხედან და ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე მსჯელობენ.

„ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, ეს ადასტურებს, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ სხვადასხვა სექტორი ასე არეულია ერთმანეთში და ვეღარ ვარკვევთ, იქ მედია არის პარტია, პარტია მედია, NGO პარტია თუ პირიქით. ამ ზღვარის წაშლა ამ ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილია, რაც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა