თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს პროვოკაციას გეგმავს" - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს.

"ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირად არის შეფასებული, ზოგი ამბობდა რომ გაუწბილდათ მოლოდინი და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, მოსავალი ვერ აიღეს პოლიტიკური, რასაც აპირებდნენ, მაგრამ არის კიდევ მეორე გარემოება, რაზედაც საუბარი იყო, არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი რაც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა