თეგებით ძიება

"ჩვენი მებრძოლების, ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა" - დავით ქაცარავა

უკრაინაში მებრძოლი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ქიმიური ნივთიერებით მოწამლული, ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

"ჩვენი მებრძოლების, ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არ არის დამაკმაყოფილებელი.
მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პარამეტრებით შეიმჩნევა გაუარესება.

გოსტომელის აეროპორტში ზარინით მოწამვლის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი ძალზედ არაეფექტურად მიმდინარეობს.
დღეს ნადიმი და ვაჟა კვლავ უნდა გადავიყვანოთ დამატებით ანალიზებზე.

მორდორს(რუსეთი) და მის გულშემატკივრებს ტრადიციულად მოგიტყანთ ყველაფერი და თქვენს გულგასახეთქად უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!", - წერს დავით ქაცარავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა