თეგებით ძიება

“დღეს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა! არ ვარგა მკურნალობის დაწყება...“ - რას გვირჩევს მიხეილ ცაგარელი?

“ყვე­ლას ბედ­ნი­ერ, მშვიდ და ჰარ­მო­ნი­ულ დღეს გი­სურ­ვებთ და შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს, 2 ოქ­ტომ­ბერს მზის დაბ­ნე­ლე­ბა და ახალმთვა­რე­ო­ბაა!“ - ას­ტრო­ლო­გი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას აფრ­თხი­ლებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვა, თუ რო­გორ უნდა შევ­ხვდეთ ციურ მოვ­ლე­ნებს, რომ მომ­დევ­ნო 6 თვე ჩვენს ცხოვ­რე­ბა­შიც სა­უ­კე­თე­სოდ წა­რი­მარ­თოს.

“ამი­ტომ მეტი სიფრ­თხი­ლით, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბით, სწო­რად გა­ვი­ა­როთ ეს დღე და შემ­დე­გი 2-3 დღე, რათა შემ­დე­გი 6 თვის მან­ძილ­ზე არ გქონ­დეთ და­ძა­ბუ­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი პრობ­ლე­მე­ბი…

მო­ე­რი­დეთ გა­რეთ სი­ა­რულს, მზის მუქი სათ­ვა­ლე გა­მო­ი­ყე­ნეთ, დიდ­ხანს ნუ გა­ჩერ­დე­ბით ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში, ნუ გა­და­იღ­ლე­ბით ფი­ზი­კუ­რად ან ემო­ცი­უ­რად. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­და­დეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, არ ვარ­გა მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის და­დე­ბა, მსხვილ­მა­ნი შე­ნა­ძე­ნის გა­კე­თე­ბა. არ მო­უს­მი­ნოთ ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, ნუ მო­უს­მენთ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გაც­ლით ენერ­გი­ებს ადე­ქით და გა­ე­რი­დეთ. ნუ გა­დატ­ვირ­თავთ კუჭს მძი­მე და და­ბალ­ვიბ­რა­ცი­უ­ლი საკ­ვე­ბით ( ხორ­ცი), ასე­ვე გა­მო­რი­ცხეთ ალ­კოჰო­ლი, კო­ფე­ი­ნი, თამ­ბა­ქო, ბრა­ზი, წყე­ნა, გან­კი­თხვა და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა.

შექ­მე­ნით მშვი­დი გა­რე­მო, მი­ი­ღეთ სუფ­თა წყა­ლი, მშვი­დად ილო­ცეთ ,გა­ი­ღი­მეთ მთე­ლი არ­სე­ბით,აივ­სეთ უფ­ლი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით და ყვე­ლას სით­ბო და სი­ხა­რუ­ლი გა­უგ­ზავ­ნეთ… სი­კე­თე გქო­ნო­დეთ“, - წერს ცა­გა­რე­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა