თეგებით ძიება

"ძალინ, ძალიან გთხოვთ ცოტა ხანი თავი შეიკავოთ ფოიერვერკების გამოყენებისგან" - გიგა მაქარაშვილის მიმართვა

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ ფეიერვერკების გამოყენებისგან თავი შეიკავონ:

"ძალიან უნდა გთხოვოთ ამ პოსტის წაკითხვა
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში… განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ უბნებში…
ძალინ, ძალიან გთხოვთ ცოტა ხანი თავი შეიკავოთ ფოიერვერკების გამოყენებისგან.
მესმის ქორწილი, იუბილე, ლხინი (ყველას ყველაფერს გილოცავთ), მაგრამ ჩვენს ქვეყანაში 20 000ზე მეტი დევნილია უკრაინიდან. მათი უმრავლესობა ბავშვია. თითქმის ყველამ გამოიარა ჯოჯოხეთი და ფოიერვერკის აფეთქების ხმაზე თავიდან კვდებიან ბავშვები
გადაიაროს ამ ამბებმა და მერე უკრაინელებთან ერთად ვისროლოთ ბევრი ფერადი ფოიერვერკი.
გთხოვთ, წამით დაფიქრდით ყველა აფეთქების ხმაზე რა ემართებათ ბავშვებს და დარწმუნებული ვარ 100%-ით დამეთანხმებით!
და თუ მეთანხმებით, გადააზიარეთ ეს პოსტი.
უმნიშვნელო დეტალს გავს, მაგრამ მართლა ძალიან საჭირო საქმეა", - წერს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რამდენიმე ათასი უკრაინელი ლტოლვილი საქართველოშიც არის ჩამოსული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა