თეგებით ძიება

"მეგრელების და სვანებისაც გვეშინია თურმე მთელ ერს" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი, ბაია პატარაია პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება მეგრული და სვანური ენების სკოლებში არჩევით საგნებად სწავლასთან დაკავშირებით:

"არაფრით არ მეგონა, მეგრულის სკოლაში სწავლებაზე ამდენი ფობია თუ აღმოცენდებოდა ერში.
საკუთარი ენის და საკუთარი კულტურის კი არა, საკუთარი ჩრდილისაც გვეშინია თურმე.
არაფერი ჩვენ არ გამოგვივა ეს ფანტომური შიშები თუ არ დავძლიეთ.
განსხვავებულების გვეშინიაო, განსხვავებულის კი არა მეგრელების და სვანებისაც გვეშინია თურმე მთელ ერს.
ეს შიშები გადააშენებს ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას და ჩვენ იდენტობას ბოლოს და ის იქნება.
რა გვჭირს ამისთანა? რა დაფეთებულები და ჩასვრილები ვართ, რა უბედურებაა ეს?!", - წერს პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა