თეგებით ძიება

"ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს" - ოპოზიცია უკრაინაში ჩავიდა

ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინაში სოლიდარობის გამოსაცხადებლად ჩავიდა.

ოპოზიციონერებს შორის რიან საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის "თავმჯდომარე, ნიკა მელია და სხვები.

"მნიშვნელოვანია, ამ დელეგაციის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი დევნილად და ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა