თეგებით ძიება

სააკაშვილთან ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინაში წამოვსულიყავით - გიორგი მარგველაშვილი

მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინაში წამოვსულიყავით, - ამის შესახებ სქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით უკრაინელ ხალხს ეუბნებიან, რომ ქართველი პრეზიდენტები მათ გვერდით დგანან.

"ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ და ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და არ ცვლის არაფერი"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა