თეგებით ძიება

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო..." - არახამია

უკრაინის რადას დეპუტატი, დავით არახამია უკრაინაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზისტს ეხმაურება.

"[საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრას] არ დავსწრებივარ, სპეციალურად არ წავედი, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ საერთოდ ვერ ვხედავდი ამ ადამიანების ნახვის ვერანაირ აზრს.

ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან მესმოდა, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია. იქამდე ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებას ვნახულობდი, ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ [საქართველოს] სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად არიან ჩართულები ამ პროცესებში...

და იმისთვის რომ რეალურად იყო ჩართული, უნდა დაიცვა ის სანქციები, რომელსაც მთელი მსოფლიო ადებს რუსეთს. მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა რომ გავუხსნათ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები ბანკში და დღეს საქართველოში ბანკები დიდი სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს, რუსი ბიზნესმენები კი თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით. ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს საქართველოში...", - ამბობს არახამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა