თეგებით ძიება

"მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე" - უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

"რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, გასული წლის დეკემბრიდან არ უშვებენ დამოუკიდებელ ექიმებს. ეს მიუთითებს სათანადო მკურნალობის არ არსებობაზე, რომელიც დადგენილია საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე შეკრებილი მედიკოსთა კონსილიუმის მიერ, რაც წამების ტოლფასია.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოს ციხეში ასახულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი - კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი.

სასამართლო დარბაზში მიხეილმა თქვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და უკრაინის გმირის ხალხის დახმარება.

მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა