თეგებით ძიება

როგორ შეიძლება, მაყურებელს სჯეროდეს, რომ უნიჭო მსახიობს გული წაუვიდა? მე ხომ ვხედავ, რომ ის თამაშობს - ვისზე საუბრობს სტურუა?

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა ამბობს, რომ "როგორ შეიძლება მაყურებელს სჯეროდეს, რომ იმ უნიჭო მსახიობს გული წაუვიდა?!", - ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„არის თეატრი, რომელიც რთულია, მაგალითად ახმეტელი, სამ პრემიერაზე იყო ხალხი, მაგრამ მერე არ იყო ისეთი ანშლაგები, მაგრამ იყო თეატრები, სადაც დადიოდა მაყურებელი, უფრო იოლი იყო, უფრო კომიკური, ეს ხდება იმიტომ, რომ მაყურებელია უნიჭო. როგორ შეიძლება მაყურებელს სჯეროდეს, რომ იმ უნიჭო მსახიობს გული წაუვიდა, შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ?! მე ხომ ვხედავ რომ ის თამაშობს. მაგრამ უნიჭო მაყურებელს სჯერა“, - განაცხადა რობერტ სტურუამ.

წამყვანების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს, რობერტ სტურუამ განაცხადა: „არა, არა, მომეცით უფლება ალეგორიულად ვილაპარაკო“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა