თეგებით ძიება

"ძალიან მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის და ქალბატონი დენისოვასი" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უკრაინის სახალხო დამცველს და უკრაინელ ხალხს მადლობას უხდის.

"ძალიან მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის და ქალბატონი დენისოვასი. მიუხედავად მათი ასეთი მძიმე მდგომარეობისა, არც ერთი წუთი არ შეუწყვეტიათ ჩემ შვილზე ზრუნვა. ისინი ცდილობენ რომ თავისი მოქალაქე დაიბრუნონ, რომელიც ძალიან სჭირდებათ ამ კრიტიკულ დღეებში" , - აცხადებს ალასანია.

ცნობისთვის, უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა