თეგებით ძიება

“ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა - იაგო ხვიჩია

“გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არ გამოიწვევს, მაგრამ თუკი პარტიის წარმომადგენლებს ამის სჯერათ, სწორი და მორალური იქნებოდა ეს აქამდეც გაეკეთებინათ.

“ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა. თუ პარლამენტიდან ნაწილი გავა და ნაწილი დარჩება, ეს დაშლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

“ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა დაიშალოს, რადგან ის არის “ქართული ოცნების“ იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ცუდი როლი აქვთ პარტიის წევრებს. ეს ადამიანები ამ როლისგან უნდა გათავისუფლდნენ, რაც “ქართული ოცნების“ დამარცხების სულ სხვა შესაძლებლობებს გააჩენს“, - განაცხადა ხვიჩიამ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა