თეგებით ძიება

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოელი მმართველი?

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოლიგარქი, "ბიძინა ივანიშვილი მმართველი აღარ არის და აგრძელებს ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეობას".

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, დღეს კიდევ მორიგჯერ ახსენეთ ეს ადამიანი და მეკითხებით, არის თუ არა ის ჩრდილოელი მმართველი. რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც, ის არც ჩრდილოელი მმართველია, ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე.

ის როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რაც უნდა ეს მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, ის დღეს ქვეყნის მოქალაქეა, ის აგრძელებს მოღვაწეობას და ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია, ეს არ არის უბრალო საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია. ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი," - ამბობს წულუკიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა