"მე მიჩვეული ვარ ქართულ უმადურობას, მაგრამ ფრანგებთან მაინც, ნუ მოიჭრით თავს. სირცხვილია" - ნუგზარ სულაშვილი ემიგრანტებს
საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში ქართველ ემ იგრანტებს აკრიტიკებს:
"უნამუსოობა, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის შუამდგომლობით სადეპორტოდან განთავისუფლებენ, უანგაროდ გეხმარებიან ადვოკატები და მადლობის სათქმელადაც არ რეკავთ.
მე მიჩვეული ვარ ქართულ უმადურობას, მაგრამ ფრანგებთან მაინც, ნუ მოიჭრით თავს.
სირცხვილია", - სულაშვილი.