ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ - გიორგი ვაშაძე
"კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ.
როგორც ვაშაძემ შეკრებილებს განუცხადა, ეროვნულ ნაკრებს ერთად უგულშემატკივრებენ.
ამ დროისთვის, აქცია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს, სადაც პროტესტის მონაწილეებს ორი კარავი აქვთ გაშლილი. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და პროტესტი არ შეწყდება.