თეგებით ძიება

"ყველას გაგაჩენინებთ გოგოებს და ბიჭებს... თქვენ ცოლებთან გავიარ-გამოვიარე" - რას ამბობს ანაფორით შემოსილი პირი?

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ იმუქრება და ბილწსიტყვაობს ანაფორით შემოსილი პირი.

„ყველას გაგაჩენინებთ გოგოებსა და ბიჭებს. ძაღლის შვილები თქვენ ხართ, თქვენ უტაქტო ადამიანებო. თქვენი დედა ვატირე. თქვენ ცოლებთან გავიარე და გამოვიარე... თქვენ განახებთ, როგორ კვდებიან თქვენი ჯიშის და მოდგმის ადამიანები,“ - ამბობს ვიდეოში მორჩილი.

გავრცელებულ ვიდეოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა. საპატრიარქომ კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის მორჩილის ქმედებების გამო, ეპარქიას რეაგირება დაავალა.

„როგორც დადგინდა, აღნიშნული პიროვნება რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის მორჩილია. მისი ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ეპარქიას, რათა საეკლესიო სამართლის ფარგლებში ეპარქიაშივე მოხდეს ზემოაღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება," - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა