თეგებით ძიება

"არასდროს მიგრძნია ასეთი სიძულვილი ადამიანებისგან მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში" - რას ჰყვება პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში გაურკვეველ ნახატებს ხატავდა

თბილისში რამდენიმე დღე ეძებდნენ პირს, რომელიც კედლებზე ხატავდა. მას შემდეგ, რაც მისი ვინაობა ცნობილი გახდა გიორგი გოგოლაშვილი "რადიო თავისუფლება“ ესაუბრა.

"რადიო თავისუფლებასთან“ გიორგი გოგოლაშვილი საკუთარ თავზე ჰყვება.

"ჩემი სახელია გიორგი გიგოლაშვილი. თბილისში დაბადებული, პროფესიონალი არტისტი და გრაფიკული დიზაინერი ვარ. განათლება მივიღე ფინეთში. ცოტა ხნის წინ, მაგისტრის ხარისხი მივიღე სანქტ-პეტერბურგში.

ახლა აქ ვარ და გეტყვით, რატომ გავაკეთე, რაც გავაკეთე.

არასდროს მიგრძნია ასეთი სიძულვილი ადამიანებისგან მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

როდესაც ფინეთში ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ რუსი ვარ.

რუსეთში ქართველი ვიყავი, აქ ჩამოვედი და ხალხის მტერი ვარ. ეს ძალიან სევდიანი ამბავია.

მე კარგი მოქალაქე ვარ, თუ არ ჩავთვლით, რომ ვხატავ და კი, მე ვხატავ კედლებზეც.

აქ დავხატავ, ვიფიქრე ერთ ადგილას. საღამოს 10 საათზე ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვაკვირდებოდი ხალხის რაოდენობას ქუჩაში, რომ დასახატავად ჩავსულიყავი“, – აცხადებს გიორგი გოგოლაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა