თეგებით ძიება

საოცარია დათის მამის დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვინც მის შვილს დაეჯახა და ამ დღეში ჩააგდო.. მითხრა, არც კი შემიგინებიაო... - მამა შალვა

მამა შალვამ კეკელიამ შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავებული, 8 წლის დათი ქოქრაშვილი და მისი მშობლები ისრაელის კლინიკაში მოინახულა. მამა შალვას თქმით, სასწაულს ელოდება. სასულიერო პირმა "სარკესთან" ისაუბრა.

„რთული მდგომარეობაა. გაოგნებული დავრჩი მისი მშობლების გაცნობით. ირაკლი და ქრისტინე საოცარი ადამიანები არიან. საოცარია ირაკლის დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვინც მის შვილს დაეჯახა და ამ დღეში ჩააგდო. მითხრა, ვერ ვუსურვებ ცუდს, არც კი შემიგინებიაო… ასეთ სულიერ სიმაღლეს იშვიათად ნახავთ ადამიანში. საოცარი მშობლები ჰყავს ამ დათუნას და ირაკლი იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრაზეც გვახლდა. პატრიარქმა დალოცა ირაკლიც და დავითიც. სასწაულს ველოდებით, რომელიც აუცილებლად მოხდება და ბავშვი გადარჩება.

მუხლდაჩოქილი იკითხება ლოცვა და მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. როგორც ყველა მღვდელი ლოცულობს, მეც ისე ვილოცე იქ. ღვთის ნებით, მოგვეცა საშუალება, რომ გველოცა და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდით. როცა შეგიძლია მიხვიდე და პარაკლისი გადაუხადო, მსახურება ჩაუტარო, ზეთი აცხო, ამაზე კარგს რას გავაკეთებდით? ოჯახს ნუგეში მივეცით…“, - განაცხადა სასულიერო პირმა „სარკესთან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა