თეგებით ძიება

"მადლობელი ვარ ღმერთის, რომ სააკაშვილის თანამებრძოლად ვიწოდები” - მეგი გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

"6 მაისი არის დღე, როცა მიხეილ სააკაშვილმა , საკუთარ პატრიოტ თანამებრძოლებთან ერთად აჭარა გაანთავისუფლა
მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ქოცად არ გამაჩინა და მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლად ვიწოდები , ორივე მშვიდობიანი რევოლუციის მონაწილე ვარ და დღესაც, გადამწყვეტ ბრძოლაში ვარ საქართველოსთვის
სადაც ოლიგარქები ბატონობენ, იქ რიგითი ადამიანების
გაღატაკების ხარჯზე , აღზევებული მონები მდიდრდებიან , იქ არ არსებობს სინათლე, პერსპექტივა და განვითარება….
ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს

წმინდა გიორგის ძალამ დაგვიცვას და მტერზე გაგვამარჯვებინოს, ამინ აპრილის, ვარდების რევოლუციისა და აჭარის განმათავისუფლებელი რევოლუციის აქტიური მონაწილე ვარ და გული მწყდება, რომ არცერთი ფოტო არ მაქვს , ბოლი ორი წელია, რაც მივხვდი, რომ აუცილებელია ფოტოები შენი ისტორიისთვის ….
მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც მიბრძოლია საქართველოსთვის, ვისთან ერთადაც ვიბრძვი და ვისთან ერთადაც გადამწყვეტ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის.

წმინდა გიორგი შეეწიოს ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ოჯახებსა და საქართველოს ყველა პატრიოტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, დაიფაროს და დაიცვას ამ ბრძოლაში ჩართული თითოეული პატრიოტი და დაგვეხმაროს უდავის პოლიტიკურ განგმირვაში წმინდა გიორგი იყოს, ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი მთავარსარდლის მფარველი, ამინ.

პ.ს. ძალიან მინდოდა ხვალ აჭარაში ჩასვლა , მაგრამ ვერ მივდივარ, რადგან 3 საათზე, ჩემი ტყვედ ჩავარდნილი პრეზიდენტის გასამხნევებლად რუსთავში უნდა ვიყო", - წერს მეგი გოცირიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა