თეგებით ძიება

სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელის, მარია ხაზაროვას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, 4 ოქტომბერს, საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სერგეი შამბასთვის, 2024 წლის აგვისტოში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეს პირველი სამუშაო ვიზიტი იქნება", - თქვა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, “მხარეები რუსულ-აფხაზური და რუსულ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრს და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ასევე ორმხრივი ინტერესის საკითხებსა და პრობლემებს განიხილავენ.“

სამმხრივ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციაზე, ასევე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, აქცენტი გაკეთდება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე", - განაცხადა ზახაროვამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა