თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ - დავალება - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ - დავალება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე.

„ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოების 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს ამ კანონს. ბოლო კვლევაში 92% მხარდაჭერა დაფიქსირდა კანონის მიმართ.

როდესაც ასეთ დროს შენ ვერ ახერხებ დადგე ისეთ მხარეს, სადაც დგას საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ მხოლოდ დავალებებით და არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა