თეგებით ძიება

"ბორჯომმა" მშრომელთა დაშინების მიზნით გაათავისუფლა 49 დასაქმებული... ამ ხალხს ვერ დაჩაგრავენ, ვერ მოატყუებენ, ვერ შეაშინებენ"

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, გიორგი დიასამიძე ინფორმაციას ავრცელებს:

"გუშინ აიდიეს ბორჯომმა მშრომელთა დაშინების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა 49 დასაქმებული მათ შორის პროფკავშირის თავმჯდომარე Cotne Kiknadze კომიტეტისა და პროფკავშირის სხვა წევრები, ხოლო სანაცვლოდ მიიღო უფრო ძლიერი ერთობა!
მოუსმინეთ ანდრო ბაბლიძე ემოციურ გამოსვლას.
ამ ხალხს ვერ დაჩაგრავენ, ვერ მოატყუებენ, ვერ შეაშინებენ!
არავის სიამოვნებს წვიმასა და ქარში დგომა, ეს ხალხი მუშა, მშრომელი ხალხია სხვისას არაფერს ითხოვენ. მათ საკუთარი პატიოსანი შრომით მიღებული ანაზღაურება და ღირსეული შრომა სურთ!
გუშინდეი აიდიეს ბორჯომი საქართველოს სადამსჯელო ქმედების შემდეგ, შეიცვალა დასაქმებულთა მოთხოვნები:
1. არანაირი სამ თვიანი ხელშეკრულებები მუშაობა გაგრძელდეს ძველი ხელშეკრულების პირობებით!
2. ყველა გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში უპირობოდ აღდგენა! (მათ შორის ვადიანი თანამშრომლების)
3. 2021 წლის 26 მაისის გაგიცვით მიღწეული შეთანხმების პირობების აღსრულება.
4. ცალკეული თანამდებობის პირების სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან დასაქმებულებს!
გამოვიყენეთ ყველა სამართლებრივ რესურსს და ვემზადებით, უკომპრომისო ბრძოლისთვის, ეს ბრძოლა იქნება ბოროტსა და კეთილს, ხარბ დამსაქმებლებსა და მშრომელებს შორის!
მზად ვართ საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფთან კონსულტაციებისთვის ბორჯომოს ქარხნის დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით!
აქვე მოვუწოდებ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემის დაინტერესებით და მოგვიანებით დასაქმებულებთან შეთანხმებით საჯაროდ დაგიპოსტავთ გათავისუფლებული ადამიანების სიას და მათი შვილების რაოდენობას!", - წერს დიასამიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა