თეგებით ძიება

"კოვიდთან ერთ თვიან სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაში მწარედ დავმარცხდით" - რუსუდან მუმლაძე ოჯახის ტრაგედიაზე

მუსიკოსი, რუსუდან მუმლაძე ოჯახის ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს:

"მე და ჩემი უსაყვარლესი დედა, მიუხედავად ექიმების და ჩემი თავდაუზოგავი მცდელობისა ავადმყოფობის სანახევრო გზაზე გამონათებისა, ვერაგ პოსტ კოვიდთან ერთ თვიან სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაში მწარედ დავმარცხდით
ჩემმა დედამ, 6 მაისს 00:20საათზე,გიორგობა დღეს,ამ ქვეყნად, სამუდამოდ შეწყვიტა სუნთქვა…
ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ლამაზი,მოაზროვნე, კეთილმორწმუნე და მლოცველი დედა, არასდროს შეწყვეტს ლოცვას ჩვენთვის!
იმ საშინელ სიცარიელეს კი, რომელიც ჩვენთვის ყველგან და ყველაფერში დატოვა, ვერასდროს, ვერაფერი ვერ ამოავსებს!
პირადად მე, ამ გაუსაძლის სიცარიელეს ვერასდროს, ვერასდროს და ვერასდროს ვერ შევეგუები!!!
ვერასდროს შევეგუები, მის სუნთქვას რომ ვერ მოვუსმენ რომელსაც მუდმივად ვაკონტროლებდი!
ასე მალე როგორ დამეღალე დედა?!
ეს მელოდია და სიტყვები,რომელიც ოთხი წლის წინ, მესხიშვილის თეატრის სცენიდან დედას მივუძღვენი, ორივესთვის სამუდამოდ დარჩა ჩვენი დედაშვილობის სიმბოლოდ!
მწამს, სამოთხის ნათელში იფრენ დედიკო და ზეციდან გაგვინათებ ცხოვრების სავალ გზებს!
წარმოუდგენლად გვიყვარხარ დედიკო!", - წერს მუმლაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა