თეგებით ძიება

"უტიფრობა არის ყველაზე უარყოფითი თვისება" - ამირან სალუქვაძე გიული ალასანიას განცხადებაზე

ექსპერტი სამხედრო საქმეებში, ამირან სალუქვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებას ეხმაურება:

"უტიფრობა არის ყველაზე უარყოფითი თვისება.
ზუსტად უტიფრობიდან განომდინარე ბედავს ნაციონალური მოძრაობა მაგნიცკის სიაზე საუბარა.
მაგნიცკის სიას თქვენ კი არ უნდა ადგენდეთ, თქვენს წინააღმდეგ უნდა შეიქმნას და სათავეში ჩაიწეროს სააკაშვილი, მის შემდეგ მისი ძალოვანი მინისტრები (ვისაც ეხება) და სხვა პირები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის, სანდრო გირგვლიანის და უამრავი სხვა მოქალაქის წამებაში, დამცირებასა და მკვლელობებში, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ცივილიზებული სამყაროს ღირებულებები.
მგონი დროა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, თუნდაც ქვეყნის შიგნით, რათა ამ პირებს არ მიეცეთ საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების უფლება და დაწესდეს სხვა შეზღუდვები.
დროა საზოგადოებამ თქვას სათქმელი და გააგონოს ხმა პოლიტიკოსებს და პოლიტიკაში მყოფთ, ასევ საერთაშორისო თანამეგობრობას", - წერს სალუქვაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა