"უკრაინაში 220 ბავშვი გარდაიცვალა... ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადავარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! სწორ მხარეს დადექით!"
სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ზოგადი განათლების ექსპერტის, ელიზაბეთ ბადაშვილის პოსტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ბავშვების შესახებ წერს და ამასთან, მას ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის შვილის ტრაგიკულ დაღუპვას ადარებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი 3 მაისს ტრაგიკულად დაიღუპა. კიტა წულუკიძე მე-10 სართულიდან გადავარდა.