„აწი იოლად ჩამოინგრევა მრუდე სარკეების და ფუჭი იმედების ბიზნესი და საქართველო მართლა გაბრწყინდება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
ეს სისტემაა დასანგრევი თუ გვსურს რომ ამომრჩეველსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობა აღდგეს - ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისფუნქციურობის მიზეზებზე წერს:
გუშინ, ლაივის წინ კითხვა დავსვი, ოპოზიციის დისფუნქციურობის მიზეზზე.
150-მდე პასუხი შემოვიდა და მათ შორის პირველ ადგილზე იყო
❗️უნდობლობა.
შემდეგ მოდიოდა
❗️რეალობისგან მოწყვეტა,
❗️არაპროფესიონალიზმი,
❗️არათანმიმდევრულობა,
❗️უშინაარსობა
რეალურად ის მიზეზები, რაც უნდობლობას განაპირობებს.
🔴 მეგობრებო, ეს მიზეზ(ებ)ი სისტემურია.
ოპოზიციური ოლიგარქიის დანგრევამდე, ეს მიზეზები არ გაქრება.
ამიტომ ვანგრევ სისტემას.
ლაივში ვრცლად მოვყევი, პოსტში მოკლედ ვიტყვი:
❗️უნდობლობას განაპირობებს ოპოზიციური სისტემა.
❗️ოპოზიციური სისტემა მოთამაშეებისგან ითხოვს რეალობის გაყალბებას და იმ ვირტუალური რეალობის შექმნას, რომელიც მიშა სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, მამუკა ხაზარაძეს ესიამოვნება.
❗️ფული და ენერგია იხარჯება ფულის პატრონებისთვის სასურველი ვირტუალური რეალობის დახატვაში.
❗️იბლოკება, მოღალატედ და არაკონსენსუალურად ირაცხება ყველა, ვინც რეალობის გაყალბებაზე უარს ვამბობთ.
❗️წინაურდება ის, ვინც რეალობას აყალბებს ფულის და ძალაუფლების წყაროს სასარგებლოდ.
❗️ვინც რეალობას არ აყალბებს და მიშასთვის, კეზერასთვის და ხაზარაძისთვის სასურველ ვირტუალურ რეალობებს უპირისპირდება, ის არაკონსენსუალურად ირაცხება და იბლოკება... იხარჯება უზარმაზარი რესურსი სიმართლის გასანეიტრალებლად.
❗️იმისთვის, რომ სისტემაში გადარჩე და ცოცვა განაგრძო, მიშა მშვილდაძედ, ან სოფო ზურაბიანად გადაიქცე და რეალობა აყალბო - იზეიმო ყალბი გამარჯვებები, იტირო ყალბი სიკვდილები, გოდებდე ყალბ შიმშილობებზე, ყალბი ტროლების ფაბრიკა გაუხსნა ჩერგოს და ამშვიდო კეზერა, რომ არ ჩაუ**ათ ჩერგოსთან, სინამდვილეში ბრძანება შეასრულეს და ჩერგო გააქრეს... უბრალოდ იმან ტროლები დაიქირავა.
🔴 ეს სისტემაა დასანგრევი თუ გვსურს რომ ამომრჩეველსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობა აღდგეს.
სისტემა რომელიც სიმართლეს, პროფესიონალიზმს და საღ აზრს სჯის და ვირტუალურ რეალობებს, ფუჭ იმედებს და უმეცრებას ახალისებს.
ამიტომ ვანგრევ ამ სიმახინჯეს წლებია მარტო და ახლა უკვე, როცა სწორი დრო მოვიდა, ამიტომ ვითხოვ თქვენ დახმარებას.
თქვენი ხელის კვრა მჭირდება მორყეულია, აწი იოლად ჩამოინგრევა მრუდე სარკეების და ფუჭი იმედების ბიზნესი და საქართველო მართლა გაბრწყინდება - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.